Monday, June 7, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა



1. პროექტის სახელი: თელავის მარგალიტი (ერეკლე მეფის მუზეუმი)

2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეთა მიერ მუზეუმის მონახულება.მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების და შენობების აღწერა, ბროშურის და ბლოგის შექმნის მიზნით.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსიას ერეკლე მეფის მუზეუმში.მოინახულებენ და აღწერენ მუზეუმის ისტორიულ ძეგლებს, გადაიღებენ ფოტო–სურათებს, გაესაუბრებიან მის მეცნიერ–თანამშრომლებს მუზეუმის ისტორიაზე.მოამზადებენ აუდიო და ვიდეო მასალას მუზეუმზე, მის ტერიტორიაზე არსებულ გალერეაზე. მოძიებული მასალის საფუძველზე გამოუშვებენ ბროშურას სკოლის ელექტრონულ ლაბორატორიაში და ასევე შექმნიან ბლოგს.

4.მონაწილეთა ასაკი: 14–16 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურის გამოყენებით მასალის მოძიება, პრეზენტაციის მომზადება, მოპოვებული მასალის დემონსტრირება, დისკუსია, შთაბეჭდილების გაზიარება.

7.მოსალოდნელი შედეგები: ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, ინფორმაციის სინთეზს, ბროშურის დამუშავების ელექტრონულ ტექნოლოგიებს, ბლოგის აგებას.

8.სარგებელი სხვებისთვის: ბროშურები დაიდება სკოლის ბიბლიოთეკაში, რომელსაც გამოიყენებენ შემდეგი თაობები და საერთოდაც, ბროშურის საშუალებით ყველა
დაინტერესებულ პირს მიაწვდიან ინფორმაციას. ბლოგის მისამართის ლეკლამირება მოხდება რესურსცენტრის მეშვეობით.

9.სამუშაო ენა: ქართული ენა

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან –––––––––––––

11.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია––გაეცნობიან მუზეუმის ისტორიას,აღწერენ მის ისტორიულ ძეგლებს, იკვლევენ, როგორ შეიქმნა. ჯგუფური მუშაობით ჩამოუყალიბდებათ კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარი.
ინფორმატიკა–– შექმნიან ბლოგს.გამოსცემენ ბროშურებს, ისწავლიან საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას ბროშურის გამოსაცემად.

12.პროექტის ფასილიტატორი: ეკა კობიაშვილი

13.ფასილიტატორის ელ–ფოსტა: www. ekakobiashvili@ gmail.com

14.პროექტის ფორუმი ------------

15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www. eka-kobi.blogspot.com


Saturday, June 5, 2010

ჩემს შესახებ

მე ვარ ეკა კობიაშვილი, თელავიდან. ვარ ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი. ძალიან მიყვარს ისტორია და ყველა ის დისციპლინა, რომელიც ისტორიასთან არის დაკავშირებული.

მე მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი პროფესია.